თავისუფლების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი პარიზიდან [Photo]

30-31 იანვარს პარიზმა თავისუფალ ჭიდაობაშის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, სადაც საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა იასპარეზეს და 5 მედლის – 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მოპოვება შეძლეს, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 58 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს შოთა ფარტენაძემ (61), გიორგი ბრეგაძემ (65) და ავთანდილ კენჭაძემ (70). ბრინჯაოს მფლობელები კი ლევან მურცხალაძე (57) და გიორგი რევაზიშვილი (61) გახდნენ.

ფარტენაძემ (61) ფინალამდე შვეიცარიელი ანდრიან ვოკი 10-0 და მაკედონიელი ადილ ადილი 12-2 დაამარცხა, ფინალში კი დაძაბურ ბრძოლაში ირანელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰასან რაჰიმისთან 1-5 დამარცხდა. ამავე წონაში რევაზიშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ირანელ მოხტან სადეგიკოუკანდეს მოუგო 15-6.

ბრეგაძემ (65) საფინალო გზაზე სამი ფრანგი მეტოქე ჩამოიცილა, რიკ ფიქუეტი 11-8, ვალენტინ სანფრატელო 2-0 და იური სიემაკინი 10-8, ფინალში კი მონღოლ ლამგარმა ნარმანდახთან დამარცხდა 8-19.

კენჭაძემ (70) ფინალამდე თანაგუნდელი არჩილ გიგაური და ფრანგი ჯონ ბური ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხა, ფინალში კი ირანელ საედ მოჰამადისთან მეტად თანაბარ ბრძოლაში მსაჯის გადაწყვეტილებით დამარცხდა 7-9. გიგაური კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბელარუს აზამატ ნურიკოვთან დამარცხდა 0-10.

ზურიკო ურთაშვილმა (125) და ირაკლი მწითურმა (86) მიღებული ტრამვების გამო ვეღარ შეძლეს შეჯიბრის გაგრძელება, უმედლოდ დარჩნენ კახა ელბაქიძე (65) და გიორგი ტიგიშვილი (74).

გუნდს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემზარი ბედინეიშვილი და მწვრთნელები: ოთარ თუთიშვილი, გოჩა კირკიტაძე ხელმძღვანელობდნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28570″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button