აქცია ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციასთან [ვიდეო]

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობა გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრასა და აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.

მათივ თქმით, ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი შიმშილობითა და მასშტაბური აქციებით იმუქრებიან და ამბობენ, რომ მომავალ ორშაბათს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებს ბარიკადები აქვთ აღმართული.

ინფორმაციის წყარო: რადიო “ათინათი”

მსგავსი პოსტები

Back to top button