მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

გერმანიის ელჩის შეშფოთება სოფიო კილაძის კრიტიკის გამო

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შორის დაპირისპირების თემას გამოეხმაურა.

მიმდინარე კვირაში საქართველოს 53-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართა, არ აირჩიოს კომიტეტის წევრად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, რომელიც, მათი თქმით, არ აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის აუცილებელ პირობებს.

ჰუბერტ ქნირშის წერილი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა აბაშიძისადმი („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“).

გერმანიის ელჩი შეშფოთებას გამოხატავს სოფიო კილაძის მისამართით კრიტიკის გამო.

„სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხდება ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მიუღებლად პოლარიზებულია პოლიტიკური ლანდშაფტი. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმას, რომ მათ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიონ პრობლემებზე და მათ მიზეზებზე, იმის ნაცვლად, რომ დაეშვან ასეთ დონეზე. მენდეთ, მისია ჟენევაში ადეკვატურ ინფორმაციას იღებს ამ და სხვა საელჩოებისგან, რათა აზრი შეიქმნან ყოველ წარდგენილ კანდიდატზე.” – წერს ჰუბერტ ქნირში.

https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis/posts/3171576976198330

53 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას 23 ივნისს თავად სოფიო კილაძე გამოეხმაურა.

“ერთადერთი, რაც შემიძლია ამ შემთხვევაში ვთქვა, არის ის, რომ როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ.” – თქვა კილაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button