მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყნის ლოქდაუნი არა, წერტილოვანი ჩაკეტვები შეიძლება შემოიღონ

მთელი ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნის გამოცხადება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ლოკალური ჩაკეტვები შეიძლება განხორციელდეს, – კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა.

„57 შემთხვევა უკვე სერიოზული ზრდაა. ამას მეორე ტალღას ვუწოდებთ, თუ პირველი ტალღის შემდგომ განვითარებას, სახელის დარქმევას ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

გამყრელიძის თქმით, ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიც გაზაფხულზე იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლოა, ლოკალური შეზღუდვები იყოს.

ეს დინამიური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია გვაქვს და ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოვახდინოთ. შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, .. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button