გერმანიის პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა [Video]

კიოლნში, მოძრაობამ “ხულიგნები სალაფიტების წინააღმდეგ” მიტინგი გამართა. პროტესტანტების უმთავრესი მოთხოვნა – გერმანიაში ათასობით ლტოლვილის მიღებისა და განთავსების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მოძრაობა “ხულიგნები სალაფიტების წინააღმდეგ”, რომელიც ფეხბურთის ფანატებისა და მემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობის წევრებისგან შედგება, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლტოლვილთა ნაკადის შეწყვეტას მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც მოძრაობის 150 აქტივისტმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოინდომა, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენეს. შეტაკების შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა.

ეს “ხულიგნების” პირველი საპროტესტო აქცია არაა. 2014 წელს, კიოლნში, მომიტინგეებისა და პოლიციის შეტაკების შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button