პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკიმ გაიმარჯვა

პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია “სამართალი და სამართლიანობა”-მ ამომრჩეველთა 39,1% ხმა მიიღო.

იაროსლავ კაჩინსკი, რომელიც აღნიშნული პოლიტიკური ძალია ხელმძღვანელია, არჩევნების ნამდვილ ტრიუმფატორად იქცა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები უკვე დასრულდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, სეიმის 460 დეპუტატი და 100 სენატორი უნდა აერჩიათ.

სეიმის (ქვედა პალატა) დეპუტატები პარტიული სიებით ირჩევიან, სენატორები კი ერთმანდატიან ოლქებში.

იაროსლავ კაჩინსკი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, რომელიც სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ტყუპისცალი ძმაა. იგი დაქორწინებული არაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იაროსლავ კაჩინსკიმ ავტომობილის ტარება არ იცის და საბანკო ანგარიში არ გააჩნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button