მსოფლიოსიახლეები

გერმანიის სასამართლომ მრევლის სააღდგომო წირვაზე დასწრება არ დაუშვა

ბერლინის და ჰესსენის ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა მორწმუნეთა საჩივარი არ გაითვალისწინეს და გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული შეკრებების აკრძალვის მოხსნაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ადმინისტრაციის ცნობით, ბერლინის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ერთ-ერთი კათოლიკური ჯგუფის საჩივარი, რომელიც 50-კაციანი წირვის ჩატარების უფლებას ითხოვდა. ჰესსენში კი, კიდევ ერთი მორწმუნე ამტკიცებდა, რომ წირვის ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა ვირუსის საფრთხეზე არაპროპორციული პასუხია.

განაჩენებზე კომენტარი გერმანიის კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების ხელმძღვანელებმა გააკეთეს და მორწმუნეებს შეახსენეს, რომ პანდემიის გამო მარტში დაწესებული შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულზეც გავრცელდება.

პროტესტანტების ლიდერმა, ჰენრიხ ბედფორდ-შტრომმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება ადამიანების გადარჩენის მთავარი პრინციპია. კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა მატიას კოპმა კი აღნიშნა, რომ წირვებზე მრევლის დასწრების აკრძალვით, გერმანიაში ეკლესია გონივრულად მოქმედებს და პასუხისმგებლობას იჩენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button