გერმანულმა ოჯახმა 100-ზე მეტი ნაძვის ხე მოკაზმა [Photo/Video]

გერმანიის პატარა ქალაქ რინტელნში ცოლ-ქმარმა საკუთარ სახლში 100-ზე მეტი ნაძვის ხე მოკაზმა, – გვაცნობებს Reuters.

ჯერომაინების ოჯახმა შობის დღესასწაულისთვის მზადება ოქტომბრის თვიდან დაიწყო. წყვილმა ნაძვის ხეები სამზარეულოსა და ტუალეტის ჩათვლით ყველა ოთახში განათავსა.

ცოლ-ქმარი სიამაყით აღნიშნავს, რომ სადღესასწაულო კოლექციის შეგროვება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ უჩვეულო გატაცების წყალობით მთელ ქალაქში სახელი გაითქვა.

წელს წყვილმა ნაძვის ხეების მოსაკაზმად რამდენიმე ასეული მეტრი გირლანდი, ფოლგა და დაახლოებით 16 ათასი სათამაშო გამოიყენა.

 

christmasdecorgermany

მსგავსი პოსტები

Back to top button