ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 13 300-ს აჭარბებს
ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 13 300-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სამთავრობო მედიის ოფისი ავრცელებს.
კერძოდ, ამავე ცნობით, ღაზას სექტორში დაბომბვების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13 300-ს აჭარბებს, რომელთა შორის 5 600 ბავშვია.
ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის გამო, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ მონაცემების რეგულარად განახლებას ვერ ახერხებს.
გარდა ამისა ჯანმო გამოეხმაურა საავადმყოფოზე თავდასხმას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით , – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პაციენტები და ათობით დაშავდა, მათ შორის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ფორმით. ჯანდაცვის მუშაკები და სამოქალაქო პირები არასდროს არ უნდა გახდნენ ასეთი საშინელების მომსწრენი, განსაკუთრებით კი საავადმყოფოში ყოფნის დროს“, – წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი „ტვიტერის“ გვერდზე.