უკრაინელებმა მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს- უკრაინაში 178 820 ოკუპანტი მოკვდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს.
“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 4 სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინასი 178 820 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 10 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3637
ჯავშანტექნიკა – 7028
საარტილერიო სისტემა – 2750
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 534
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 282
თვითმფრინავი – 307
ვერტმფრენი – 292
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2323
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5607
სპეცტექნიკა – 311
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.