მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“ღვინის სააგენტო და რთველი2020-ის შტაბი ყურძნის ფასს არ ადგენს” – მევენახეების აქცია ყვარელში [VIDEO]

ადგილობრივმა მევენახეებმა დღეს,16 სექტემბერს ყვარელში, ჭიკაანის ღვინის ქარხანასთან გზის გადაკეტვა სცადეს.

ისინი ქარხნის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ ავტომანქანებს, თუმცა პოლიციამ არ მისცა გზის გადაკეტვის შესაძლებლობა.

როგორც აქციაზე ხმა გავრცელდა მონაწილეებთან შეხვედრაზე უნდა მისულიყო “რთველი2020” შტაბის ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, თუმცა ის დღეს ყვარელში არ გამოჩენილა.

მევენახეებმა კი ამ ფორმით გააპროტესტეს 1 კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძენში შეთავაზებული ფასი 1. 60 ლარი. მათი თქმით, ყურძენი 2.50 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს.

 

“საფერავი უკვე ჭკნება. ქარხანა არ იღებს, 23 გრადუსი მაინც უნდა გამოვიდესო. არ ვიცი, ადრე ამ დროს თუ იყო, ახლა რატომ ვერ ადის ამ ნიშნულზე. თვითონ ზომავენ და ასე გვეუნებიან. რქაწითელის ფასიც დაბალია. მოსავალმა ხარჯი ხომ უნდაა ანაზღაუროს.” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, დავით რაჯებაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ღვინის კომპანიებთან შუამდგომლობას და ფასის გაზრდა მოითხოვეს. გავაზში აქციაზე მივიდა ყვარლის მუნიცილიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ “ყურძნის ფასს არეგულირებს ბაზარი და მისი ღირებულება კომპანიასა და მევენახეს შორის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს”.

“რთველი2020” შტაბის ხელმძღვანელთან ლევან მუხუზლასთან კომენტარი რადიო ჰერეთმა გვიან საღამოს ჩაწერა.

ლევან მუხუზლასათვის ულტიმატუმის ენა მიუღებელია და მას შემდეგ, რაც მევენახეებთან შეხვედრის ფორმა გადაკეთდა საპროტესტო აქციად, გადაწყვიტა არ ჩარეულიყო, რადგან მის მოვალეობაში ფასის დადგენა და კონტროლი არ შედის.

 

“მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც: შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი“- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთის რეგიონში რთველი 20 აგვისტოს დაიწყო და სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

კილოგრამი რქაწითლის ჯიშის ყურძნის მაქსიმალური ფასი 0.80 ლარია, ხოლო საფერავის – 1.60 ლარი. წინასწარი პროგნოზით, წელს კახეთში 300 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

წაიკითხეთ ასევე

მევენახეების აქცია ყვარელში -ადგილობრივები ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ

მსგავსი პოსტები

Back to top button