მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
გია ვოლსკიმ ლექსო ლაშქარავას ფოტო დახია
დღეს, მთაწმინდის პარკში გაიმართა „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის წარდგენის ცერემონია. სანამ ცერემონია დაიწყებოდა ჟურნალისტებმა კითხვებით მიმართს პარტიის ერთ-ერთ წევრ, გია ვოლსკის. მთავარი კითხვა იყო ის თუ უხერხულებას ხომ არ უქმნიდა მას ქვეყანაში არსებულ ვითარებაში მსგავსი პომპეზურობით მერის წარდგენა.
ვოლკის გაღიზიანებული იყო შეკითხვებით და ამჯერადაც არ დამალა უხეშობა ჯურნალისტების მისამართით. მან ერთ -ერთ ჟურნალისტს ლექსო ლაშქარავას ფოტო გამოგლიჯა ხელიდან და დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.
“უზნეო ცეკვა გაქვთ თქვენი კოლეგის ცხედართან”- ეს იყო მისი ერთ-ერთი შეურაცხმყოფელი კომენტარი ჟურნალისტების მისამართით.