მნიშვნელოვანისიახლეები

გიგი უგულავა დარბაზიდან გააძევეს

გიგი უგულავა, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესს ბრალდებულის სტატუსით ესწრებოდა, დარბაზიდან გააძევეს – მიზეზი მის მიერ მოსამართლესთან და პროკურორთან დაპირისპირება იყო.

პროცესის მიმდინარეობის დროს უგულავა ხმამაღლა მოითხოვდა, მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოზე განხილვის საშუალება მიეცათ, თავად პროცესს კი ფარსს, ფორმალობას, “ცივსისხლიანსა და გულღრძოს” უწოდებდა.

“ეს არის ჩვეულებრივი კარტელი, დანაშაულებრივი, თან ისე რცხვენიათ ამ საზიზღრობას რომ ჩადიან, სახეებს მალავენ…

გამომაძევეს, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე მქონდა რეაქცია, რაღაცა წაილუღლუღა… აღარც დარჩენას ვაპირებდი,” – განაცხადა უგულავამ დარბაზის დატოვების შემდეგ.

ეგახსენებთ, სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს. ამის მიზეზად პენიტენციურს თავისი “არგუმენტები” აქვს.

გიგი უგულავას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button