მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გიგი უგულავა “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე ინფორმაციას ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ავრცელებს.

მისი თქმით, ხელისუფლება ხმების მობილიზებას ამჯერად გოჭებითა და ღორებით ცდილობს.
ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირწმუნება, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ფოთში უკვე 40 ათასი ლარის გოჭი იყიდა, რათა 32 საარჩევნო უბანზე გადაანაწილოს.

“ასეთი მამაძაღლობით უნდათ, რომ არჩევნებზე ფონს გავიდნენ. გოჭები შეუძლიათ, სახლებში შეიწვან, მაგრამ წესები არის წესები. როგორც გავარკვიე, 2 შედარებით მოზრდილი გოჭი ეკუთვნის ხელმძღვანელობას უბანზე, ხოლო დანარჩენი 4 ნაწილდება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში.”, – აცხადებს გიგი უგულავა.

,,ქართულ ოცნებაში” ამომრჩევლის შემწვარი გოჭებით მოსყიდვის ფაქტს არ ადასტურებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button