გიორგეთის სკოლა პოლიეთილენის ფირის წინააღმდეგ

გიორგეთის საჯარო სკოლალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლა პოლიეთილენის ფირის წინააღმდეგ ღონისძიებებს იწყებს. სხვადასხვა კვლევით, პოლიეთილენის ფირი, რომელსაც გლეხები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიხედვით იყენებენ, მოხმარების შემდეგ ნიადაგში რჩება.

ფირი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, ის აბინძურებს მიწის ნიადაგს და რამდენიმე წელიწადში მიწა უსარგებლოსთან ერთად მოუსავლიანი ხდება.

გიორგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების ინიციატივაა, რომ ადგილზე არსებობდე გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გამოყენებულ პოლიეთილენს ჩაიბარებს, შედეგად მიწას ეკოლოგიური პრობლემებისგან დაიცავენ.

მოუსმინეთ გიორგეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო ჭურღულაშვილის ხმას ►

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მოპოვებას ცდილობს. წლევანდელი კონკურსის სლოგანია “აღმოაჩინე საქართველო” – რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ტყეების რეკრეაციული ღირებულების გამოყენებას და არსებული ეკოტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რომელთაც აქვთ გარემოსადმი მეგობრული, “მწვანე” იდეები, გუნდური მუშაობის უნარი ლიდერის თვისებები, საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოვლენის შანში ეძლევათ. რატომ იღებენ მონაწილეობა კონკურსში და რა მიზნები?

მოუსმინეთ გიორგეთის სკოლის მოსწავლეებს: ნათია კობერიძეს და ანზორ ლობჟანიძეს ►

ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია. იგი 2014 წელს, “ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის” ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button