კრიმინალირეგიონისიახლეები

გიორგი ბარბაქაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი – VIDEO

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ნარკოდამოკიდებული იყო და წლების განმავლობაში მკურნალობდნენ.ამ მიზეზით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა

38 წლის გიორგი ბარბაქაძე, იგივე პაწუა, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში ყოფილი ქმრის მიერ, 37 წლის ახალგაზრდა ქალის ნონა ჭაბაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კაცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

უწყების ცნობით, ყოფილმა ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, დანაშალის დაფარვის მიზნით კი ოთახში გაზი გაუშვა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ყოფილი წყვილი ბავშვობიდან იცნობდა ერთმანეთს, ისინი კლასელები იყვნენ.

ნონა ჭაბაშვილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის რამდენიმე წელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე იყო დასაქმებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ნარკოდამოკიდებული იყო და წლების განმავლობაში მკურნალობდნენ.ამ მიზეზით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა, ის ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რის გამოც წყვილი 2 წლის წინ საბოლოოდ დაშორდა.

გამოძიება: ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი გაგუდა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button