გამოძიება: ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი გაგუდა
ლაგოდეხში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლის, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების საქმეზე, მისი ყოფილი მეუღლე 38 წლის გ.ბ დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი გაგუდა, შემდეგ კი, კვალის არევის მიზნით, სახლში გაზქურა ჩართო.
შემთხვევა ლაგოდეხში, 15 იანვარს მოხდა.
ახალგაზრდა ქალი, ახლობლებმა გარდაცვლილი სავარძელში იპოვეს.
თავდაპირველად, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, გაზით გაგუდვა სახელდებოდა, თუმცა ექსპერტიზის შემდეგ სურათი შეიცვალა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ნონა ჭაბაშვილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის რამდენიმე წელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე იყო დასაქმებული.
წაიკითხეთ ასევე 👇
გიორგი ბარბაქაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი – VIDEO