მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში საკრებულოს თანამშრომელი სავარაუდოდ გაზით გაიგუდა

უბედური შემთხვევა ლაგოდეხში – სამი შვილის დედა, ლაგოდეხის მუნიცილიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ნონა ჭაბაშვილი სავარაუდოდ გაზით გაიგუდა.

ახლობლებმა 37 წლის ნონა ჭაბაშვილი სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც რადიო ჰერეთს პოლიციიდან აცნობეს, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა.

ახალგაზრდა ქალი, ნაქირავებ ბინაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

უბედური შემთხვევის დროს ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

რამდენიმე წლის წინ, ნონა ჭაბაშვილის და ეკა ჭაბაშვილი თბილისში ასევე გაზით გაიგუდა.

🔴გამოძიება: ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი გაგუდა

ლაგოდეხში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლის, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების საქმეზე, მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.👇

გამოძიება: ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი გაგუდა

მსგავსი პოსტები

Back to top button