მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის არჩევნებს საქართველოდან ჩასული პრორუსები აკვირდებიან

71 წლის პუტინი რუსეთს 24 წელია მართავს პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით გეგმავს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებად მუშაობს ქართველების ჯგუფი, იუწყება ტელეგრამ არხი „რუსეთის ქართული სათვისტომო“.
რუსული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რუსეთში იმყოფება პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ასევე, ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი, ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დოქტორი თემურ მაისურაძე და ანალიტიკური ცენტრ “ექსპრეს პლუსის” წარმომადგენელი, ვასო კაპანაძე.
არჩევნები „მშვიდ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მასთან ერთად, რუსეთში იმყოფება პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე და სხვები.

რუსეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე აკვირდებიან დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

რუსეთში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. ის 15 მარტს დაიწყო და დასრულდება კვირას, 17 მარტს, არჩევნების ძირითად დღეს.

არჩევნები ტარდება უკრაინაში ომის ფონზე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებამ რეგისტრაციაში არ გაატარა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი პროცესი დაკავებებისა და არეულობის ფონზე მიმდინარეობს. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button