მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

გიორგი გახარიას გუნდს ამჯერად თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შეუერთდა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა და პარტია დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. განცხადება ამის შესახებ, თავად გიგა ორკოდაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ძვირფასო თელაველებო, მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩემი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგების დატოვებას.

თითოეულ თელაველს, ვინც მე პირადად მიცნობს ან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობას თვალყურს ადევნებს, კარგად მოეხსენება, რომ ჩემი საკრებულოში 4 წლიანი მუშაობის განმავლობაში, ყოველთვის მზად ვიყავი მოსახლეობასთან თანამშრომლობისათვის, მათგან წამოსული თითოეული ინიციატივის მხარდასაჭერად და ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი, თელაველების კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე.

ბოლო პერიოდში კი ყველანი ერთად ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო ტენდენციას, როცა ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, ქვეყნის მოსახლეობის ყურადღების გადატანას მათთვის პრიორიტეტული საკითხებიდან, ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე და ძირითადად დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების “გაშავებით“.-წერს ორკოდაშვილი სოციალურ ქსელში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ” ქართული ოცნების” მმართველობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარსულში განხორციელებულ პოლიტიკას დაემსგავსა.

“მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია და შედეგად ქვეყანა უამრავი მიმართულებით სერიოზული გამოწვევის წინაშე იმყოფება, და ეს ყველაფერი მწვავედ აისახება თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე, ძალიან დასანანია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებები ემსგავსება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ 2011 – 2012 წლებში წარმოებულ პოლიტიკური ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას, ის რაც სამწუხაროდ არ ეკადრებოდა ჩვენს ქვეყანას და ის რაც საბედნიეროდ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს.

მე მსურს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად წარსულში დაბრუნების ნაცვლად, თავდაუზოგავად ვიმუშავო ჩემი ქვეყნის და ჩემი მუნიციპალიტეტის უკეთესი ხვალიდელი დღის შესაქმენლად. მსურს პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე გაუთავებელი საუბრისა და მათი სხვებზე გადაბრალების ნაცვლად, ჩემს თანაგუნდელებთან და თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ვიმუშავო მათი გადაჭრის გზებზე.
აქედან გამომდინარე, ვტოვებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს და ვუერთედები გიორგი გახარიას გუნდს, პარტიას „საქართველოსთვის“, რათა ამ პარტიაში გაერთიანებულ გულანთებულ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გავაგრძელო განვითარების ის გზა, რომლის გაგრძელების შესაძლებელობასაც ვეღარ ვხედავ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად”- წერს ორკოდაშვილი.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გიგა ორკოდაშვილს პარტია “საქართველოსთვის” , თელავში მერობის კანდიდატად დაასახელებს.

ორი დღის წინ, თანამდებობა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button