მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებას თბილისში შეფასებები მოჰყვა

პრეზიდენტ პუტინის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ შეთანხმების პროექტის“ დამტკიცებას, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებენ საქართველოში. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ 4 აგვისტოს გახდა ცნობილი.

ე.წ. შეთანხმება 5-წლიანია და ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად გაგრძელდება, თუ 6 თვით ადრე, რომელიმე მხარე მის შეჩერებას არ მოითხოვს.

შეგახსენებთ, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად“ აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button