მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

გიორგი გახარიას პარტიის ოფისის გახსნა გორში აქციით გააპროტესტეს

გორში პარტია “საქართველოსთვის” ოფისი აქციის ფონზე გაიხსნა. პროტესტი 2018 წლის 6 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა გამოხატეს.

როგორც გარდაცვლილის მამა, მერაბ მერებაშვილი აცხადებს, ჯერ კიდევ გიორგი გახარია შსს-ს და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროს ოჯახს ბევრჯერ დაპირდა საქმის გამოძიებას, თუმცა უშედეგოდ.

“გახარია დაგვპირდა, რომ ჩემი შვილის საქმე პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი, თუმცა 3 წლის თავზე სიმართლე არაა დადგენილი. ჩემი შვილი მოკლეს, მკვლელებს კი პოლიციამ ხელი დააფარა. აქ მოვედით იმიტომ, რომ მკვლელების მფარველებს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება არ აქვთ, შესაბამისად, ვაპროტესტებთ ამ პარტიის ოფისის გახსნასაც“, – განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ცხედარი გორი-მეჯვრისხევის მაგისტრალზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე იპოვეს. ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ოჯახმა რამდენიმე მასშტაბური აქცია გამართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button