გიორგი ღვინიაშვილის ცემის საქმე

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ცემის ფაქტზე, თელავის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება.

როგორც “ჰერეთს” პროკურატურიდან აცნობეს, მიუხედავად არაერთი დაბარებისა, ღვინიაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, გურჯაანში, გამგეობის შენობის წინ მევენახეების მიერ გამართულ აქციას, რომელშიც მხარდამჭერებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა გურჯანის მაჟორიტარი დეპუტატი, პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ღვინიაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, “მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გადაინაცვლეს, სადაც ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. გიორგი ღვინიაშვილს მოულოდნელად მიუახლოვდა გიორგი ჭანყოშვილი, შეაგინა, მას ხელი სახის არეში ერთხელ გაარტყა და გაიქცა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button