გიორგი გოგრიჭიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი მოჭიდავე გიორგი გოგრიჭიანი ფინალში გავიდა. 65 კგ.წონით კატეგორიაში მებრძოლი თავისუფალი სტილით მოჭიდავე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.
ასპარეზობის ყველა ეტაპი გოგრიჭიანმა ადვილად გადალახა, თუმცა ნახევარფინალში ურთულესი შეხვედრა მან დამატებითი მაჩვენებლით მოიგო. ირანელ ალი აბას რეზასთან ძირითადი დრო 6:6 დაასრულა და მხოლოდ კომპენსირებული დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ირანელი ძალოსანი დაემარცხებინა.
მისი მეტოქე ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მეიერ შაპირო იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი აქვს კიდევ რამდენიმე ქართველ სპორტსმენს: რეზო მარსაგიშვილს დ თორნიკე სამხარაძეს, ხოლო ლუკა ღვინჯილია ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.