სპორტი

გიორგი გულიაშვილმა საქართველოს ნაკრები მარცხისგან იხსნა. ფრე რუმინეთთან

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა რუმინელ თანატოლებთან ფრე 1:1 ითამაშა. ამხანაგური შეხვედრისთვის ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა უმეტესობა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს.

ესპანური „ალავესის“ თავდამსხმელ გიორგი გაგუასთვის, ეს მატჩი ასაკობრივ ნაკრებში სადებიუტო გამოდგა.

შეხვედრა რუმინელებმა გახსნეს. მატჩის მე-16 წუთზე საქართველოს ნაკრების კარში გოლი, ბუქარესტის „სტიაუას“ ფეხბურთელმა, სტოიკამ გაიტანა.

სვანაძის აღზრდილებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს. 73-ე წუთზე, გიორგი გულიაშვილმა საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი და თითქმის მთელი სტადიონის დალაშქვრის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოსთან მისულმა უძლიერესი დარტყმა განახორციელა.

საქართველოს 21 წლამდელები 16 ნოემბერს ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან.
სავარაუდოდ მანამდე რამაზ სვანაძის შეგირდები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button