მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია-თემურ მიქელაძე

საქართველოში 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე გადაწყვეტიელბა შესაძლოა უმოკლეს დროში მიიღონ. ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებისთვის, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, ვაქცინაცია არ არის აუცილებელი.

„ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში, ეს იყო განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებები და სწორედ ამ ბავშვებისთვის იყო აუცილებელი ეს ვაქცინაცია. ესენი იყვნენ 12, 12 და 15 წლის ბავშვები. მათ ნორმალურად გადაიტანეს, ერთ-ერთი მათგანი შემდეგ დაინფიცირდა კიდეც და ჰქონდა მსუბუქი ფორმით. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე და მეორე დოზასაც დავამატებთ.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, არ არის აუცილებელი ვაქცინაცია. ჯობს, ეს ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button