საქართველოსპორტ-ნიუსი
გიორგი კვესელაძე საუკეთესოა
„რვა ერის“ მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ გიორგი კვესელაძე დაასახელეს.
23 წლის ბორჯღალოსანმა ტურნირის ორგანიზატორთა მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით 88%-ით გაიმარჯვა.
ამ მონაცემებით ქართველმა, სემ ანდერჰილს (ინგლისი), ჯონი უილიამსს (უელსი) და ბრის დალინს (საფრანგეთი) გადაუსწრო.
კვესელაძე ტურნირის სიმბოლური ნაკრების სიაშიც მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 დეკემბერს მეოთხე ტურში ფიჯის დაუპირისპირდება.