გიორგი კვირიკაშვილი: პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით.

“არ ვიცი რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი. ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან არაერთხელ გააკეთა ბოლო პერიოდში, აქვს თუ არა სურვილი თანამშრომლობის.

ძალიან გამიკვირდება თქვას, რომ “ქართულ ოცნებასთან” სურს თანამშრომლობა.რა თქმა უნდა პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა დავით უსუფაშვილს შესთავაზოთ თანამშრომლობა.

დავით უსუფაშვილმა დღეს “რესპუბლიკური პარტია” დატოვა. ამბობს, რომ გადაწყვეტილება ადამიანურად მტკივნეული, თუმცა პოლიტიკურად აუცილებელია. უსუფაშვილმა აღნიშნა რომ იგი მზად არის ყველასთან ითაამშრომლოს ვინც საქართველოს ევროპის ნაწილად და დამოუკიდებელ ქვეყანად ხედავს, ვინც არ დაიღალა და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.

უსუფაშვილი საქართველოს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე იყო 2005-2013 წლებში. ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button