ცესკომ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა
არჩევნების მეორე ტურის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოში განმარტეს, რომ ხვალ, 30 ოქტომბერს არჩევნები 2229 საარჩევნო უბანზე გაიმართება, მათ შორის 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში.
გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება.
ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნებიც გაიმართება.
მიქელაძის თქმით, ხვალ დილის 8 საათზე ამომრჩევლის მისაღებად ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღეს გარკვეულ აკრძალვებზეც ისაუბრეს.
მოუსმინეთ ანა მიქელაძის ხმას