მნიშვნელოვანი

გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა არაადეკვატურია – ბექა წიქარიშვილი

რუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები პრმიერ-მინსიტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდნენ. როგორც ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა პრემიერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის ტექსტი არაადეკვატურია. მისივე თქმით, აქცია გაგრძელდება და ყველა მოთხოვნა – მათ შორის მოთხოვნა პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, ძალაში რჩება.

პრემიერ-მინისტრი ორი დღის მანძილზე თბილისში განვითარებულ პროცესებს პირველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა

,,მე ვარ პირადად იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება: – მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოქმედი ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს მოუწოდა, არ დაუშვან დაპირისპირება აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button