სპორტი

გიორგი მამარდაშვილის წარმატებული დებიუტი „ვალენსიაში“

მიმდინარე წლის ზაფხულში ესპანურ ვალენსიაში გადასულმა გიორგი მამარდაშვილმა კლუბის მაისური პირველად საკონტროლო მატჩში მოირგო და კარიც „მშრალად“ შეინახა.

საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარის გუნდმა ტესტ-მატჩი ბერძნულ „ატრომიტოსთან“ მოგებით, ანგარიშით: 3:0 დაასრულა.

მამარდაშვილი მეორე ტაიმში ჩადგა კარში და არცერთი ბურთი არ გაუშვია. რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია და ესპანური პრესის კომპლიმენტებიც დაიმსახურა.

გიორგი მამარდაშვილი 197 სმ. სიმაღლისაა და მისი ტრანსფერი თბილისის „დინამოდან“ ამ ზაფხულს განხორციელდა. ქართველი მეკარე „მესტალიაზე“ ერთწლიანი იჯარით გადაბარგდა და 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ხოსე ბორდალასის „ვალენსია“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 ივლისს კარტახენასთან“ ჩაატარებს. 13 აგვისტოს კი 2021/22 წლების ჩემპიონატის პირველ მატჩში შინ, „ხეტაფეს“ დაუხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button