კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში უკანონო თევზჭერისთვის 3 პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა

მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერისათვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამ მოქალაქეს დაეკისრა.

კანონით აკრძალული საშუალებებით თევზჭერის ფაქტები, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, სოფელ მატანში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გამოვლინდა.

ადგილობრივები, მდინარეებზე ალაზანსა და ლოპოტაზე, ელექტროშოკური აპარატით, დენის წყაროთი და ჩოგან- ბადით, შერეული სახეობის თევზს ანადგურებდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მოპოვებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის ორგანოებს გადაეცა.

სპეციალისტების დასკვნით, მდინარეებზე აკრძალული საშუალებებით ბრაკონიერობის გახშირებული შემთხვევების გამო, თევზის მთელი რიგი სახეობები გადაშენების პირას არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button