გიორგი მარგველაშვილმა პატიმერბი შეიწყალა
პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა.
ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალებულთა შორის 6 ქალია.
ქორიძის განცხადებით, 114 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ვადით შეუმცირდებათ სასჯელი. მსჯავრდებულთა ნაწილს სასჯელი გაუნახევრდებათ, ნაწილს კი 2/3-წლით შეუმცირდებათ.