გიორგი მარგველაშვილის პერანგის სამაგრები აუქციონზე გაიყიდა

პრეზიდენტის პრესსამსახურმა 19 ივნისს ინფორმაცია გაავრცელა, რომ გიორგი მარგველაშვილი დაზარალებულთა დასახმარებლად აუქციონზე პირად ნივთს გაყიდის. ნივთის საწყისი ფასი 100 დოლარი იყო.

ვერცხლის სამაგრები ბიზნესმენმა ნაზი ალასანიამ 4000 დოლარად, შვილიშვილისთვის შეიძინა.

ამის გარდა, პრეზიდენტის ფონდიდან სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 200.000 ლარიც გადაირიცხა.

აუქციონზე ბევრი სხვა ცნობილი ადამიანების ნივთებიც გამოიტანეს, მათ შორის, უწმიდესი და უნეტარესის ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button