” გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტი გაუგონარი დარღვევაა”- წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს ეხმაურება.

თეა წულუკიანმა მომხდარს გაუგონარი დარღვევა უწოდა. როგორც რადიო “ჰერეთს” მინისტრმა განუცხადა, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება საკმარისი არ არის და დამნაშავე, უმკაცრესად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის მტკიცებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში სასტიკად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები სხეულსა და თავის არეში ჰქონდა. აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი ითხოვდა.

საქმეზე პროკურატურამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button