გიორგი ოქროპირიძეს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ოქროპირიძეს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ გამოაცხადა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი 25 დეკემბერს დაადგინეს.

ოქროპირიძე მსაჯულებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში უდანაშაულოდ ცნეს. განზრახ მკვლელობაში კი დამნაშავედ აღიარეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button