გიორგი რუხაძემ ბურჭულაძის პარტია დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტია კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ დატოვა.

პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე რუხაძემ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხალხისთვის აღარ არის პაატა ბურჭულაძის მოძრაობა.

რუხაძე ამბობს, რომ ის “პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის ხელით, ივანიშვილის ინტერესებს ატარებს”.

რუხაძე ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე მოკლა, როგორც პოლიტიკოსი და ახლა ბლოკში ვითარებას გირჩები მართავენ”.

მისივე თქმით, ბლოკი ექსპრემიერ ივანიშვილის ფულით ფინანსდება, შესაბამისად, რუხაძე ამბობს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, პარტიისა თუ ბლოკის წევრები ქართული ოცნების ინტერესებს გაატარებენ.

პაატა ბურჭულაძეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button