მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოს სანაცვლოდ არ შეეცვალა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

როგორც რურუას ადვოკატი აცხადებს, სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისა, რომ ბრალდებული პატიმრობაში დარჩენილიყო.

პროკურორის, ვასილ სამხარაძის თქმით, გამოკითხულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რურუა ბრალდებულად ცნეს. “კვლავაც არსებობს რურუას მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.” – განაცხადა ვასილ სამხარაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

“დღეს დასრულდა გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულების მოკვლევა. ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულ იქნა და დაიკითხა 34 მოწმე, ასევე გამოკვლეულ იქნა სამი ობიექტის მიმდებარე ობიექტის ვიდეოჩანაწერები, დაიკითხა და ასევე გამოკვლეულ იქნა წერიულობითი მტკიცებულებები, ასევე ის ნივთიიერი მტკიცებულებები, რომელიცაა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძლოლო მასალა, მაყუჩი, გიორგი რურუას ნერწყვის ნიმუში, ასევე მისი ტანსაცმელი. ბრალდების მხარე თვლის, რომ კვლავაც არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მხრიდან გაზიარებული იქნა აღნიშნული არგუმენტი და ბრალდებული დატოვა პატიმრობაში.” – ამბობს პროკურორი.

მოისმინეთ პროკურორ ვასილ სამხარაძის ხმა.

“ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, განაჩენს საკუთარი თავისთვის წერს.” – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას.

სამადაშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუა ციხიდან აუცილებლად გამოვა და ეს ან არჩევნებამდე მოხდება, ან 2020 წლის არჩევნების მერე, მას შემდეგ, როცა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება.

“დღეს ხელისუფლება, ამ გადაწყვეტილებით საკუთარი თავისთვის წერს განაჩენს. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, კონგრესში დაიწყო მოძრაობა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყოს სანქციების რეჟიმის განხილვა. ყველა მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც იწერება დღეს ივანიშვილის მითითებით საქართველოს სასამართლოებში, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.” – ამბობს სამადაშვილი.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მისი

მსგავსი პოსტები

Back to top button