მნიშვნელოვანისიახლეები

გიორგი რურუას პროცესი აქციის ფონზე ტარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოსთან რურუას ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან, რომლებიც რურუას საპატიმროში ყოფნას აპროტესტებენ.

სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ბიძინა ივანიშვილის გუნდს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

“არ ვიცი, რამდენად უნდა გვქონდეს ამ ნაყიდი და ჯიბის სასამართლოს იმედი, თუმცა ადვოკატები მუშაობენ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან, ინფორმირებულია ომბუდსმენი. ასევე ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. გვჯერა, რომ ბრძოლის შედეგად მივაღწევთ იმას, რომ ის სამარცხვინო ლაქა, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრების არსებობა, ჩამოშორდება ქვეყანას.” – განაცხდა “სირცხვილიას” აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

კიდევ ერთი აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თუ რურუას გათავისუფლების პროცესი გაჭიანურდება, მმართველ გუნდს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

“ივანიშვილს რეალურად არც კობახიძის გადაყენება უნდოდა 20 ივნისის ღამეს, არც პროპორციული არჩევნები, მაგრამ მოუწია. არც ოქრუაშვილის და უგულავას გათავისუფლება უნდოდა, მაგრამ მოუწია. ახლა რურუას გამოშვება არ უნდა, მაგრამ ეგეც მოუწევს. რაც უფრო დიდხანს არ გადადგამს ამ ნაბიჯს, უფრო ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.” – აღნიშნა ზუკა ბერძენიშვილმა.

მოისმინეთ გიგა მაქარაშვილის და ზუკა ბერძენიშვბილის ხმები.

სასამართლოს წინ შეკრებილი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს მოწმის სახით დაიკითხებიან, აცხადებენ, რომ იმ ღამეს, როცა გიორგი რურუას დაკავება მოხდა, მასთან აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდნენ და მის საქმიანობაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი შეუნიშნავთ. დღვანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაც მოხდება.

მოისმინეთ ლევან სამუშიას და “ევროპული საქართველოდან” ირაკლი აბესაძის და ლევან თარხნიშვილის კომენტარები.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button