მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
გიორგი ვაშაძე გამსახურდიას საფლავთან არ მიუშვეს
დღეს ხმაური იყო მთაწმინდის პანთეონში.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავთან მივიდა.
ვაშაძეს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს პანთეონში ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე და პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები დახვდნენ.
მათ გიორგი ვაშაძეს გამსახურდიას საფლავთან მისვლის უფლება არ მისცეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს.