გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილთან რევოლუციის შესახებ საუბარს უარყოფს

უკრაინულ ვებსაიტზე გამოაქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სახელწოდებით სააკაშვილის ახალი რევოლუცია.
ვებსაიტის ინფორმაციით, ერთმანეთს ესაუბრებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე. ამ ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობა დაუდგენელია, სავარაუდოდ, სააკაშვილი ვაშაძეს საყვედურობს, რომ რევოლუციის ხასიათზე არ არიან. მას სავარაუდოდ, გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ არ გამოდის, რაზეც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არის დავალებები, რომელიც უნდა სრულდებოდეს და არ არის შეჩვეული იმას, რომ არ სრულდება. ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატზე გრიგოლ ვაშაძეზე ამბობს, რომ ის “ხალხში სიყვარულს არ იწვევს, მაგრამ აქტიური ტიპია.”
ამავე ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, გიორგი ვაშაძე ახსენებს შეხვედრას, რომელსაც დავით ბაქრაძეც ესწრებოდა და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უფულოდ არაფერი გამოვა.
ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს საუბრის სავარაუდო ფიგურანტი გიორგი ვაშაძე. დიალოგის შინაარსი კი მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი გუნდისთვის.
ოპოზიციიდან გიორგი ვაშაძის და მმართველი გუნდიდან ირაკლი სესიაშვილის ხმა ►