საქართველოსიახლეები

გირჩი: „6 დღეა არ მიჭამია”

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანის ქუჩაზე საგანმანათლებლო აქცია-პერფორმანსს აწყობს.

ჯაფარიძე მოწყალებას ითხოვს და ამბობს, რომ ამით ხალხის სათქმელს ახმოვანებს.

„ხალხი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა ხელისუფლებამ და პრეზიდენტის დეკრეტებმა. ისინი ვერ გამოდიან, ვერ ბედავენ და მე ვმათხოვრობ მათ ნაცვლად“, – აცხადებს ჯაფარიძე.

ბანერზე, რომელზეც წარწერა ფრანგულადაა გაკეთებული, წერია: “6 დღეა არ მიჭამია”. ჯაფარიძის თქმით, წარწერა ფრანგულ ენაზე სპეციალურად გააკეთა, რათა მისი სათქმელი საქართველოს პრეზიდენტმა უკეთ გაიგოს.

„6 დღე არ მიჭამიაო, ისეთი ფრანგყლით მიწერია, როგორითაც ზურაბიშვილი მეტყველებს. იმედია, გამოვა და ნახავს“. – აცხადებს ჯაფარიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button