„გირჩი“ ახალი ინიციატივით გამოდის

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტს მიმართავს და რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს.

„გირჩის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გახშირდა საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ჯერჯერობით, განხილვის თემებია ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოხვედრის საფრთხე, ხოლო საშიშროებად დასახულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ისე, რომ მას საყოველთაო სახალხო არჩევნების ნაცვლად პარლამენტი ირჩევდეს და კონსტიტუციით ოჯახის თუ ქორწინების შინაარსის განსაზღვრა.

„კონსტიტუცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობასა და მის მომავალს. სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რა სჭირდება ყველაზე მეტად ქვეყანას უახლოეს მომავალში, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ისევე, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და რაზე არის შესაძლებელი კონსესუსის მიღწევა მომავალ პარლამენტში, გამომდინარე იმ დაპირებებიდან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გასული პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ იქნა გაცემული“,-ნათქვამია მიმართვაში.

„გირჩი“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპია. მთავარი მიზეზი კი, რომელიც სწრაფ განვითარებას უშლის ხელს, არის ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს არასტაბილურობა.
„შესაბამისად, ჩვენი აზრით, უახლოეს პერიოდში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი საკითხი, რომელიც უკეთესად უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო დონეზე, არის – პოლიტიკური სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი კონსტიტუციური გარანტიები“,-აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვის მიხედვით, პოლიტიკური სტაბილურობისთვის ისინი მიიჩნევენ, რომ არსებითად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური გაერთიანებების ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში:

უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები;

შემოღებულ უნდა იქნას სრულად პროპორციული სისტემა ან ნაწილობრივ პროპორციული-ნაწილობრივ რეგიონულ-პროპორციული სისტემა;

და საარჩევნო ბარიერი უნდა იქნას დაწეული 1%-მდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button