საქართველოს მიღწევები მსოფლიო ბანკის ანგარიშში გამოქვეყნდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე პრემიერი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, მერსი ტემბონს შეხვდენენ.

ტემბონმა საქართველოს მთავრობას, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებსაც მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს და მზად არის, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც განაგრძოს.
მერსი ტემბონმა, მსოფლიო ბანკის სახელით, კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს მიღწევები აისახება მსოფლიო ბანკის ჯგუფის ბიზნესის წარმოების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button