გივი მეტრეველი: არ მაქვს ინფორმაცია რა ზარალი მიადგა კახეთს

კახეთის გუბერნატორის მოადგილემ გივი მეტრეველმა რადიო ჰერეთის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არ იცის ზუსტად რა ზარალი მიადგა კახეთის რეგიონს სტიქიის შედეგად, რომელიც ლაგოდეხისა და ახმეტის რაიონებში 15 მაისს მოვიდა.

“ინფრასტრუქტურული ზარალის თანხები დათვლილი აქვთ მუნიციპალიტეტებს, თუმცა ზუსტი ციფრი არ მაქვს. მე ვერ გავცემ მოსახლეობისთვის დაპირებას, თუ რა ზარალს აანაზღაურებს სახელმწიფო, რადგან ზუსტი ციფრები არ მაქვს. ჩვენი ვალია ჩავაყენოთ ხელისუფლება, მთავრობა საქმის კურსში და ვიყოთ შუამავალი ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებს შორის” – განაცხადა გივი მეტრეველმა.

როგორც გივი მეტრეველმა აღნიშნა,  ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონები და შეკეთებულია ელექტროგადამცემი ანძები, რომელიც სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა.

“ჩვენი მიზანი არის მოსახლეობას ავუხსნათ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულმა ფერმერმა დაითვალოს ზარალი და მიმართონ სადაზღვეო კომპანიებს, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად მას ზარალს აუნაზღაურებს” – განაცხადა მეტრეველმა.

წამყვანის კითხვაზე, იცის თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის შესახებ ზარალის დამოუკიდებელ დათვლასთან დაკავშირებით და რას ფიქრობს ამ ინიციატივაზე, მეტრეველმა განაცხადა რომ “ეს მხოლოდ პროვოკაციულ მიზანს ატარებს”.

რადიო ჰერეთის ეთერში ამ წუთებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ თავისუფალი დრო მიმდინარეობს.

გადაცემის თემა – სტიქია კახეთში. გადაცემის სტუმრები არიან:ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი  გიორგი მჭედლიშვილი და ლაგოდეხში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე გურამ კაკალაშვილი. გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი და ახმეტაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილი.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button