მნიშვნელოვანისაქართველო

გლდანის N 8 დაწესებულებაში დაჭრილი პატიმარი იპოვეს

გლდანის N 8 დაწესებულებაში დაჭრილი პატიმარი იპოვეს. ინფორმაციას ა/ო “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ავრცელებს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა და ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

პატიმრის უფლებებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრადლებით არის დაკავებული, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იცავს.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ეს თვითმკველობის მცდელობა არ არის, რადგან ამ დრომდე იარაღი, რომლითაც მსჯავრდებულმა თითქოსდა დაზიანებები მიიყენა, ნაპოვნი არ არის.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ შეწყვეტილია თავის ტვინის ფუნქციონირება, თირკმელებიც არის გათიშული.საკმაოდ არასაიმედო ვითარებაა მისი გადარჩენის კუთხით.
ოჯახი დაინტერესდა დეტალებით, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდს ვარაუდობს გამოძიება და 115-ე მუხლით არის საქმე აღძრული, ადგილზე ნანახი ვერ იქნა ის საგანი, რითაც დაზიანებას მიიყენებდა, რაც თვითმკვლელობის ვერსიას საეჭვოს ხდის:, განაცხადა იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით კი, მსჯავრდებულმა, რომელსაც ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება, ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა.

როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა და თვითდაზიანების მიყენება სწორედ მათი ჩვენებებით დგინდება.

“მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა ერთჯერადი საპარსის პირით.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button