გლდანში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაზიანდა
გლდანის მე-6 მიკრორაიონის N2 კორპუსში მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ორი პირი აფეთქების შედეგად ჩამოშლილი კედლების ნანგრევებში მოჰყვა.
დადასტურებული ცნობით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 პირი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია შემოსაზღვრულია და შემთხვევის ადგილზე მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ აქვთ.
გლდანში იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით,კორპუსს ქონდა 3-სართიულიანი მიშენება და აფეთქების შედეგად სწორედ ეს ნაწილი ჩამოიშალა.
მათივე განცხადებით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. სააგენტოს თქმით, მიმდინარეობს კორპუსის მაცხოვრებელთა ევაკუაცია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია.- წერს “ნეტგაზეთი”
იცილეთ “ნეტგაზეთის” მიერ გავრცეებული ფოტოები.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12839″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1436882972677″]