გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა

დემურ სუტურას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა. იგი ადვოკატთან ერთად მივიდა ქუთაისის საოლქო პროკურატურაში.

გოდერძი თევზაძე ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობაც დაიწყო. მისი თქმით იგი არ იმალებოდა და იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება.

მან ასევე განაცხადა, რომ არ უცემია დემურ სუტურუა. პარალელურად პოლიციელის ადვოკატი მისი ოჯახისთვის უსაფთხოების მიზნით დაცვის დანიშვნას ითხოვს.

დემურ სტურუას ოჯახი კი გოდერძი თევზაძის კანონის შესაბამისად დასჯას და მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს.

ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ თევზაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და კიდევ ერთხელ ირწმუნებიან, რომ სწორედ მისი მხრიდან სისტემატური ზეწოლა გახდა ახალგაზრდის თვითმკვლელობის მიზეზი.

მიუხედავად იმისა, რომ თევზაძე სამართალდამცველებს ჩაბარდა, ოჯახი და მათი ახლობლები სამტრედიის პოლიციასთან აქციის გამართვას მაინც გეგმავენ.

ისინი სამტრედიის პოლიციის სხვა თანამშრომლის გათავისუფლებას ითხოვენ. ოჯახი ზეწოლის თაობაზე თევზაძის ადვოკატის ბრალდებებსაც პასუხობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button