სპორტ-ნიუსისპორტი

გოგა ბითაძის 17-მა ქულამ ინდიანას ვერ უშველა

ინდიანა პეისერსმა შარლოტ ჰორნეტსს უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დამარცხდა.

გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო.პარკეტზე 18,40 წუთი გაატარა და 17 ქულა მოუტანა გუნდს.

ანალოგიურ ქულათა რაოდენობა დააგროვა აიზეია ჯექსონმაც,თუმცა პეისერსის შემადგენლობაში მათზე მეტი ქულა არავის ჩაუგდია.

მატჩი მასპინძელთა მარცხით 126:158 დამთავრდა.

49 ტურის შემდეგ ინდიანას 17 მოგება და 32 წაგება აქვს.ამ შედეგით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 საფეხურზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს პეისერსი ოკლაჰომასთან გამართავს.სავარაუდოდ,ინდიანა პეისერსს პლეი-ოფში ვერ ვიხილავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button