37 მილიონიანი გომბორის გზა დღეს

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები მწყობრიდან არის გამოსული. იქ სადაც მეწყერის ზონებია და ასფალტი იყო დაგებული, საფარი ადგილებიდან არის მოწყვეტილი.

რადიო “ჰერეთის” მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 2008-2010 წელს 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქედან 30 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხია. სესხი ქვეყანამ 20 წლის ვადაში უნდა დაფაროს.

გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს გარანტია მისცა, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა.

თუმცა, გზის ექსპლუატაციაში შესვლიდანვე დაახლოებით 1 თვეში ასფალტს მიწის ფენების გადაადგილების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ბოლო დროს კი 2 კილომეტრიანი მაგისტრალი იმდენად გაფუჭდა, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა, ამის გამო ახალი ასფალიტის დაგება გახდა საჭირო.

ფოტორეპორტაჟი

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6230″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]

მსგავსი პოსტები

Back to top button